ნანდვინზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანდვინზა – (ბირმ. – „სასახლისკარის დრამა“), ბირმის დრამის სახეობა. აღმოცენდა მე-18 საუკუნეში იმპერატორის კარზე და იარსება მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. ნანდვინზა განიცდიდა სიამური კლასიკური დრამის ძლიერ გავლენას, მისი სიუჟეტები ხშირად აღებული იყო ინდური ეპოსიდან „რამაიანა“. ტექსტი გადმოცემული იყო ლექსის ფორმით. წარმოდგენებში გამოყენებული იყო სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა. ნანდვინზას გმირები არიან ზღაპრული უფლისწულები, ჯადოქრები, ავი სულები, მაქციები, ბრძენი განდეგილები. წარმოდგენას დათმობილი ჰქონდა რამდენიმე საღამო, შექმნილი იყო მდიდრული დეკორაცია და კოსტიუმები, სასცენო რეკვიზიტი. წარმოდგენა იმართებოდა სასახლის შიდა გარემოში, ბაღებსა და პარკებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები