ნაპირდამცავი ნაგებობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საყრდენ-დამჭერი ნაპირსამაგრი კონსტრუქცია გაბიონებით აკვატორიის მხრიდან: 1-გაბიონი; 2-წინა ასაწყობი შვეული კედელი ფოლადის პროფილებისაგან; 3-წინა ასაწყობი შვეული კედელი ფოლადის გრძივი პროფილებისაგან; 4-მოდულური გაერთიანებული სექცია; 5-ხრეშ-კენჭნარის გამასწორებელი ფენა; 6-დახრილი მისაბრჯენი დგარები; 7-სადრენაჟე გრუნტი; 8-კომპოზიტური ღეროვანი არმატურა გრუნტის დასაარმირებლად; 9-გეობადე; 10-დრენაჟი

ნაპირდამცავი ნაგებობები – ნაპირდამცავი ნაგებობების დანიშნულებაა პლაჟებისა და სანაპიროების დაცვა წარეცხვისაგან. ასეთი ნაგებობების მშენებლობაში კომპოზიტური არმატურა გამოიყენება ბეტონის საყრდენი კედლების, ტალღაჩამქრობი ბეგების, ბუნების, გრუნტული ჯებირებისა და გრავიტაციული ყრილების დასაარმირებლად, აგრეთვე მოცულობითი გაბიონებისა და მოქნილი გეომილების მოსაწყობად, დამცავი ნაგებობის ძირის გასამაგრებლად გამორეცხვისა და ჯდენის საწინააღმდეგოდ.

ნაპირდამცავ ნაგებობებში კომპოზიტური არმატურის გამოყენების საილუსტრაციოდ ნახაზზე მოცემულია ნაპირდამცავი კონსტრუქციის ვარიანტი, რომელიც გამოიყენება დახრილი ფერდოს გასამაგრებლად და ტალღების აქტიური მოქმედებისაგან დასაცავი საყრდენ-დამჭერი კონსტრუქციის გასაძლიერებლად (Стандарт организации СТО 83269053-001-2010 // Применение в транспортном с троительстве неметаллической композитной арматуры периодического профиля).

დამცავი ნაგებობის ძირის გამორეცხვის საწინააღმდეგო გაბიონის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს წყლის დაბალ დონეს, ხოლო მთლიანად კედლის სიმაღლე მინიმუმ ერთი მეტრით მაინც მაღალი უნდა იყოს წყლის მაქსიმალურ დონეზე.




წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები