ნაღდი ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღდი ბაზარი - (spot market), ბაზარი, სადაც ხორციელდება საქონლით ან ვალუტით ვაჭრობა დაუყოვნებელი მიწოდებით. ასეთი ბაზრები უნდა განვასხვაოთ ფიუჩერსული ან ფორვარდული ბაზრებისაგან, სადაც იდება კონტრაქტები სამომავლოდ, რომელიღაც თარიღისთვის მიწოდებაზე. საქონლის ბაზრებზე ფასებს უწოდებენ „ნაღდ ფასებს” - „ნაღდ კურსს” ან „სპოტ კურსს”.