ნახევრად ლიტურგიკული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახევრად ლიტურგიკული დრამა – ტაძრის წინ ან შესასვლელში გათამაშებული ლიტურგიკული დრამის პირობითი სახელწოდება.

XII საუკუნის შუა ხანებში იბადება ნახევრადლიტურგიული დრამა. ეს საეკლესიო თეატრი მთლიანად ექცევა ხალხის მასების გავლენის ქვეშ და მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარება სასულიერო პირებს. ახლა სანახაობები იმართება ბაზრობების და არა საეკლესიო დღესასწაულების დროს. ენა არის ხალხისთვის გასაგები, ყოველდღიური, ეკლესიის მსახურები არჩევენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს ბიბლიიდან. ხალხს განსაკუთრებით მოსწონდა სცენები ეშმაკების მონაწილეობით. საეკლესიო დრამები უკვე ხალხურ ენაზე სრულდებოდა. სასულიერო პირების გარდა, მასში უკვე მონაწილეობდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და თვით სახალხო პროფესიონალი მსახიობები – ჟონგლიორებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, ასრულებდნენ ეშმაკების როლებს. მაგალითად, დრამაში – „ქმედება ადამის შესახებ“ – ჯოჯოხეთში ადამისა და ევას შესახვედრად ეშმაკები აწყობდნენ მხიარულ ხვევნა-თამაშს. სცენაზე ერთდროულად თამაშდება რამდენიმე სცენა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს დრამა მჭიდროდ იყო ეკლესიასთან დაკავშირებული. ხორციელდებოდა ეკლესიის სახსრებით, რეპერტუარს ადგენდნენ ეკლესიის მსახურები. მოქმედი გმირებიც უმეტესად იყვნენ საეკლესიო პირნი. ეს საეკლესიო დრამა დიდხანს არსებობდა. ყოველივე ამის გამო, XIII ს. პირველ ნახევარში, რომის პაპის ბრძანებით ეკლესიებში აიკრძალა წარმოდგენების გამართვა. ლიტურგიკულმა დრამამ გადაინაცვლა ტაძრის შესასვლელში.

ნახევრადლიტურგიული დრამა ინარჩუნებდა კავშირს ღვთისმსახურებასთან, მისი სუბსიდირება ეკლესიის ხარჯზე ხდებოდა, რეპერტუარს სასულიერო პირები ადგენდნენ, მაგრამ შემსრულებლებს ქცევის ნორმებს უკვე ეკლესიასთან შეკრებილი ხალხი კარნახობდა, რაც ტაძრის შიდა სივრცეს მოწყვეტილი დრამის თემატური და მხატვრული დიაპაზონის გაფართოებას განაპირობებდა.

ქალაქის პირობებში ტრანსფორმირებული ლიტურგიული დრამა XII საუკუნიდან ადგილს უთმობს საეკლესიო თეატრის ახალ ჟანრებს – მირაკლსა და მისტერიას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები