ნახშირბადოვანი მატრიცები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახშირბადოვანი მატრიცა – უზრუნველყოფს კომპოზიტური მასალის თერმომედეგობას და შესაძლებლობას იძლევა კომპოზიტში სრულად გამოვიყენოთ ნახშირბადის ბოჭკოს უნიკალური თვისებები. ნახშირბადოვანი მატრიცის მიღების მეთოდი განსაზღვრავს მის სტრუქტურასა და თვისებებს.

პრაქტიკაში ყველაზე მეტად გამოიყენება ნახშირბადოვანი მატრიცის მიღების ორი მეთოდი:

  1. პოლიმერული მატრიცის კარბონიზაცია წინასწარ ფორმირებული ნახშირბადპლასტიკური ნამზადისა, უჟანგავ გარემოში მაღალტემპერატურული დამუშავების გზით;
  2. პიროლიზური ნახშირბადის (პირონახშირბადი) დალექვა აირულ ფაზაში.

კარბონიზებული პლასტიკებისა და კომპოზიტების სტრუქტურა პირონახშირბადოვანი მატრიცით (დამატებითი გამკვრივების შემდეგ, რომელიც ტარდება თერმულად სტაბილური მასალის მიღების მიზნით) ყალიბდება მაღალტემპერატურული დამუშავების – გრაფიტიზაციის [გრაფიტიზაცია – გრაფიტის წარმოქმნა (გამოყოფა) რკინანახშირბადოვან შენადნობებში (თუჯი, ფოლადი), მაღალი ტემპერატურის პირობებში] ხარჯზე. თერმოდამუშავების საბოლოო ტემპერატურა განისაზღვრება ექსპლუატაციის პირობებით, მაგრამ ლიმიტირდება მასალის სუბლიმაციით [(ინგლ. Sublimation < ლათ. sublimis აწეული, მაღალი, ამაღლებული) – გაცხელებისას ნივთიერების უშუალო გადასვლა მყარი მდგომარეობიდან აირადში თხევადი ფაზის გვერდის ავლით], რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს 2999,85°C ტემპერატურის ზევით.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები