ნეორომანტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეორომანტიზმი – (ბერძნ. neos – ახალი და რომანტიზმი), პირობითი, მერყევი სახელწოდება ესთეტიკური ტენდენციებისა, რომელიც წარმოიშვა ევროპაში (მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი), როგორც რეაქცია ნატურალიზმის მიმართ და ასევე დეკადენტთა პესიმიზმისადმი. ნეორომანტიკოსები უგულებელჰყოფდნენ „პროზაულ ყოფას“, მე-19 საუკუნის დასაწყისის რომანტიკოსების მსგავსად, ადიდებდნენ თავგადასავლებით აღსავსე, ეგზოტიკურ გარემოში ჩაყენებული გმირის სიმამაცეს, საერთოდ ჰეროიკას. ამ მიმართულების ნაწარმოებებისათვის ნიშნეულია მძაფრი, დაძაბული სიუჟეტი, რომლის არსებითი ელემენტია ბრძოლა, ხიფათი, არცთუ იშვიათად, გახვეული მისტიკისა და ზებუნებრივის საბურველში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები