ნეპლიუევი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე ნეპლიუევი – (1693-1773), რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე.

1721-36 – რეზიდენტი კონსტანტინოპოლში,
1724 მიაღწია რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების დადებას მიწების გამიჯვნის შესახებ. პეტრე I-ის სიკვდილის შემდეგ. როცა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა კვლავ გამწვავდა, ივანე ნეპლიუევმა ყველა ღონე იხმარა, რათა წინ აღსდგომოდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების გავლენას, რომლებიც თურქეთს რუსეთთან ომისკენ აქეზებდნენ.
1736 მუშაობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში, ასრულებდა სხვადასხვა დიპლომატიურ დავალებებს;
1737 მონაწილეობდა ნემირივის კონგრესის მუშაობაში;
1739 – მოლაპარაკებებში თურქეთთან ბელგრადის საზავო ხელშეკრულებების დადების თაობაზე.
1742-58 – მეფისნაცვალი ორენბურგის მხარეში;
1760-დან – სენატორი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები