ნიკიტინი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის ნიკიტინი

ბორის ნიკიტინი — (დ. 5 მარტი, 1938, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1984, თბილისი), მოცურავე, თავისუფალი სტილი. მელბურნის ოლიმპიური თამაშების (1956) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა 4X200 მ ­ III ადგილი; 400 მ XVI ადგილი), რომის ოლიმპიური თამაშების (1960) მონაწილე (ესტაფეტა 4X200 მ ­ VIII ადგილი), ევროპის ჩემპიონი (1958 – ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1958 ­ 400 მ), ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის ჩემპიონი (1957 ­ 1500 მ, ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1957 400 მ), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1956­-60 400 მ; 1957 ­ 1500 მ) და სამგზის მესამე პრიზიორი (1958 ­ 1500 მ; 1963 ­ კომპლექსური 400 მ, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის სამგზის რეკორდსმენი: 400 მ ­ 4.34.6 წთ (1956), 1500 მ ­ 18.28.2 წთ (1957), 1500 მ ­ 18.25.2 წთ (1957). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ ­ 58.0 წმ, 200 მ ­ 2.07.8 წთ, 400 მ ­ 4.30.8 წთ, 800 მ ­ 9.32,8 წთ, 1500 მ ­ 18.22,4 წთ; კომპლექსური 200 მ ­ 2.29.4 წთ, 400 მ ­ 5.03.3 წთ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები