ნიურნბერგის პროცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნიურნბერგის პროცესი – ნაცისტების მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, ჩატარდა ნიურნბერგში 20.XI.I945-1.X.1946.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა ფაშისტთა 24 მეთაური (ტრიბუნალი შეიქმნა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შეთანხმებით. ლონდონი, 1945 წლის 8 აგვისტო): ჰ. გერინგი, რ. ჰესი, მ. ბორმანი, ი. რიბენტროპი. რ. ლაი, ე. კაიტელი, ე. კალტენბრუნერი, ა. როზენბერგი, ჰ. ფრანკი, ვ. ფრიკი, ი. შტრაიხერი, ვ. ფუნკი, ჰ. შახტი, გ. კრუპი. კ. დენიცი, ე. რედერი. ბ. შირახი, ფ. ზაუკელი, ა. იოდლი, ფ. პაპენი, ა. ზაის-ინკვარტი, ა. შპეერი, კ. ნოირათი, გ. ფრიჩე. მათგას ლეიმ თავი ჩამოიხრჩო პროცესის დაწყებამდე, კრუპის,როგორც უკურნებელი ავადმყოფის საქმე შეჩერდა, ბორმანი მიიმალა და მას დაუსწრებლად ასამართლებდნენ.

ტრიბუნალი შედგებოდა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მიერ დანიშნული 4 მოსამართლისა და მათი მოადგილეებისაგან. ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებისაგან – 6 მთავარი ბრალმდებლისაგან შედგენილი კომიტეტი მხარს უჭერდა ბრალდებას, ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები დამნაშავეებად ცნეს შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოების, ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის, იუგოსლავიის, საბერძნეთის, სსრკ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის, ურიცხვ საომარ მოქმედებათა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ჩადენის გამო, გერინგს, ბორმანს, რიბენტროპს, კარტელს, კალტენბრუნერს, როზენბერგს, ფრანკს, ფრიკს, შტრაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზაის-ინკეარტს მიესაჯათ ჩამოხრჩობა; ჰესს, ფუნკს, რედერს – სამუდამო ტუსაღობა, შირასსა და შპეერს – 20, ნოირათის – 15, დენიცს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფრიჩე, პაპენი და შახტი გაამართლეს, რასაც არ დაეთანხმა ტრიბუნალის წევრი სსრკ-დან. ტრიბუნალმა დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები (სს), უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელთა შემადგენლობა. 1946 წლის 16 ოქტომბერს 10 სიკვდილმისჯილი (გერინგმა ადრე მოიწამლა თავი) ჩამოახრჩვეს ნიურნბერგის საპყრობილეში. 1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის განაჩენში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები