ნოზემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოზემა – (Nosema; ბერძნ. nosema, noses დაავადება) – უჯრედშიდა პარაზიტების გვარი; მიეკუთვნება Microsporidia-ს რაზმს. უხერხემლო და ხერხემლიანი ორგანიზმების პარაზიტები, რომლებიც დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ მეფუტკრეობის, მეაბრეშუმეობის და მეთევზეობის (მიკროსპორიდიოზები) დარგებს.
იხილე აგრეთვე
ნოზემატოზი
პებრინა
მიკროსპორიდიოზები