პებრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პებრინათუთის აბრეშუმხვევიას ინვაზიური დაავადება. აღმძვრელი, ერთუჯრედიანი პარაზიტი – Nosema bombycis (3-4x1,2-2 მკმ). აზიანებს თუთის აბრეშუმხვევიას ორგანიზმის ყველა ქსოვილს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. აღმძვრელის გადაცემა ხდება ტრანსოვარიული გზით. ინვაზიის საწყის ეტაპზე აბრეშუმხვევიას მუხლუხო საკვებს აღარ იღებს და ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება. კანის ცვლა გართულებულია და ხშირად, იგი იღუპება. თუ მუხლუხო გადარჩა, კანის ცვლის პერიოდში მისი სხეული დაფარულია მუქი ყავისფერი ლაქებით. ჩაჭუპრების პროცესი არაერთდროულად მიმდინარეობს. მიღებული პარკი წვრილია და დაფარულია თხელი გარსით.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები