ოპციონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპციონი - (option), რისკის დაზღვევის ერთ-ერთი ფორმა, კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მყიდველს ენიჭება უფლება (და არა ვალდებულება), შეთანხმებული ფასით დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მომავალში იყიდოს საქონელი ან ფასიანი ქაღალდი. თუ, ვთქვათ, ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი იზრდება, მაშინ მყიდველი სარგებლობს დადებული კონტრაქტით და ყიდულობს მას საბაზროზე დაბალ ფასად. თუ საბაზრო ფასი ეცემა, მაშინ მყიდველი დადებული კონტრაქტით კი არ სარგებლობს, არამედ ფასიან ქაღალდებს ყიდულობს ბაზარზე კონტრაქტში გათვალისწინებულზე იაფად. ამ შემთხვევაში იგი აგებს იმ თანხას, რაც კონტრაქტის დადებისას დახარჯა, მაგრამ დაცულია რისკისაგან. ხელშეკრულებას გაყიდვაზე პუტ-ოფციონი ეწოდება, ხოლო ყიდვაზე - კოლ-ოფციონი. ხშირად მათ უწოდებენ მოკლედ - „პუტ” და „კოლ”.