ორთოფოტორუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორთოფოტორუკა, ორთოფოტო – (orthophotomap, orthophoto), ფოტორუკა ორთოგონალურ პროექციაში, რომელიც გამორიცხავს რელიეფითა და სურათის გადაღებით გამოწვეულ დამახინჯებებს. ერთმანეთთან შეთავსებულია ადგილის ფოტოგამოსახულება და ტოპოგრაფიული რუკის ელემენტები (საკოორდინატო ბადე, ხმელეთის წყლები, დასახლებული პუნქტები, წარწერები) ან ფოტოგამოსახულება და თემატური შინაარსის ელემენტები.