ოჩოფეხები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოჩოფეხები (ლათ. Himantopodinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

ქვეოჯახი აერთიანებს რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის ფრინველს, რომელთაც აქვთ მაღალი ფეხები, გრძელი კისერი და ნისკარტი, თუმცა ნისკარტი გალოზე მოკლეა, მისი ტოლია ან მასზე ოდნავ გრძელი შეიძლება იყოს. ნესტოები განლაგებულია ნისკარტზედას ძირში, შედარებით მოკლე ღარებში. ფრთა გრძელი არაა, მაგრამ საკმაოდ მახვილია; ფრთის წვეროს პირველი მომქნევი წარმოქმნის. შიგნითა, წაგრძელებული მეორე რიგის მომქნევები, ვერ აღწევენ დაკეცილი ფრთის წვერომდე. წვივი გრძელია და მხოლოდ ნახევრამდეა დაფარული ბუმბულით. წინა სამივე ან მხოლოდ შუა და გარეთა თითებს შორის საცურავი აპკია განვითარებული. შუა თითის ქვემო მხარეს, ბრჭყალის ქვეშ, არის რქოვანი წარმონაქმნი.

ოჯახის წარმომადგენლები ბინადრობენ ზღვებისა და დამდგარი შიდა წყალსატევების გაშლილ ნაპირებზე. შეუძლიათ ცურვა და საჭიროების დროს ჩაყვინთვაც კი. მოიპოვებიან ხუთივე კონტინენტზე, მაგრამ არ არიან პოლარული წრის იქით.

ოჩოფეხების ქვეოჯახში 3 გვარია, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება 2 გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები