პანელური გაშენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანელური გაშენება

პანელური გაშენება − გაშენების ტიპი, რომელიც მოიცავს ერთი სერიის საცხოვრებელ სახლებს, აშენებულს ტიპური პროექტების შესაბამისად. ერთი სერიის ქვეშ სახლები შეიძლება განსხვავდებოდეს მხოლოდ სართულიანობით, სექციების რაოდენობით, ორიენტაციითა და არქიტექტურული მოპირკეთების უმნიშვნელო დეტალებით. ერთნაირია ბინების გეგმარება, არქიტექტურული სტილი და მშენებლობის ტექნოლოგია. გათვალისწინებული იყო მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის და 1 მ2 საცხოვრებელი ფართობის თვითღირებულებისა და მშენებლობის ხანგრძლივობის შესამცირებლად. მასობრივად გავრცელდა რუსეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში.

მზიდი და გარე შემომფარგვლელი კონსტრუქციების აგებისათვის გამოყენებული მასალების მიხედვით განასხვავებდნენ რკინაბეტონის, ბლოკურ და აგურის სერიულ სახლებს (კერძო ბინათმშენებლობაში მერქანი და ხის ფილებიც გამოიყენებოდა). რკინაბეტონის სახლები იყო: პანელური, მონოლითური და ასაწყობ-მონოლითური.

1950-1960 წლებში აშენებდნენ 2-5 სართულიან სახლებს (ე.წ. „ხრუშჩოვკები“) კომუნალური ბინებით, 1960 წლიდან გადავიდნენ მიკრორაიონების მშენებლობაზე 5-9 სართულიანი პანელური სახლებით, ხოლო 1980-იანი წლებიდან რუსეთი როგორც იქნა განთავისუფლდა შეზღუდვე-ბიდან მშენებლობაში და მხარი აუბეს დასავლურ თავისუფალ ბინათმშენებლობას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები