პასაკალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასაკალია – (იტალ. Passacaglia < ესპ. Passacalle (<pasar – გავლა და calle ქუჩა),
1. ძვ. ესპანური ცეკვა. XVII-XVIII სს-ში გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. ცეკვა ნელი ტემპისაა. პოპულარული იყო საფრანგეთში ლუი XIV-ის კარზე. შეტანილია ლიულის მიერ ოპერასა და ბალეტში.
2. საკრავიერი პიესა (უფრო ხშირად ორგანის ან კლავესინისთვის), რომელიც ბასო ოსტინატოს ემყარება. ჩვეულებრივ, ამაღლებული, ზოგჯერ მწუხარე, ტრაგიკული ხასიათისა. მუსიკალური ზომა 3/4 ან 3/2.