პერლიტბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასაქონლო პერლიტბეტონი

პერლიტბეტონიმსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემავსებლად გამოიყენება აფუებული პერლიტი, ხოლო შემკვრელად – ცემენტი, კირი, სამშენებლო თაბაშირი, სინთეზური ფისი და სხვ. არსებობს ორი სახის: თბოსაიზოლაციო (სიმკვრივით 250-550 კგ/მ3) და კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო (სიმკვრივით 600-900 კგ/მ3), რომელიც ძირითადად გამოიყენება შენობის შემომზღუდავი კონსტრუქციების დასამზადებლად. პერლიტბეტონს აქვს ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა და თბოგამტარობა. გამოირჩევა ბგერა-, ყინვა- და ბიომედეგობით, ცეცხლგამძლეობით. მისი გამოყენება შესაძლებელია ლითონის კონსტრუქციების ცეცხლმედეგობის ასამაღლებლად, სახანძრო და ავარიული გასასვლელების მოსაწყობად შენობაში. პერლიტბეტონს ამზადებენ მსუბუქ სამშენებლო ბლოკებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება თვითმზიდი კედლების ასაშენებლად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები