პეტერბურგის კონვენცია 1797

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტერბურგის კონვენცია 1797რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის. ამ დოკუმენტმა დაამთავრა რეჩ პოსპოლიტას გაყოფა; ხელმოწერილია 26.I. რუსეთის მხრიდან გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოსა და თავად ა. ბ. კურაკინის მიერ, პრუსიის მხრიდან – მისი წარგზავნილის გრაფ ტაუენცინის, ხოლო ავსტრიის მხრიდან – გრაფ ლ. კობენცლის მიერ.

პეტერბურგის კონვენციებმა საბოლოოდ გააუქმა პოლონეთის მოქალაქეობა და პოლონელი მაგნატების სამფლობელოების სახელმწიფოებრიობა ძველ რეჩ პოსპიოლიტას ტერიტორიაზე. პოლონეთის ყოფილ ქვეშევრდომებს წინადადება მიეცათ, ხუთი წლის განმავლობაში აერჩიათ ახალი მოქალაქეობა. უძრავი ქონების მფლობელობა ერთდროულად იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რეჩ პოსპოლიტას გაყოფის შედეგად სხვადასხვა სახელმწიფოს მიეკუთვნა, კატეგორიულად იკრძალებოდა. ეს ეხებოდა იმ მიწებსაც, რომლებიც სასულიერო მფლობელობაში იყო გადაცემული. საზღვარგარეთ არსებული ქონების ლიკვიდაციისათვის მიცემული იყო იგივე ვადა – 5 წელი. რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ თავის თავზე აიღეს ყველა იმ ვალის გადახდა, რომლებიც აღებული იყო ყოფილი მეფის სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკისა და პოლონეთის სახელმწიფოს მიერ. ამისათვის გამოიყო სპეციალური კომისია სამი სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან. სტანისლავ ავგუსტს დაენიშნა ყოველწლიური სუბსიდია.

პეტერბურგის კონვენციის ცალკე გამოყოფილი გასაიდუმლოებული მუხლით რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორებმა და პრუსიის მეფემ იკისრეს, არ ჩაერთოთ თავიანთ ტიტულებში პოლონეთის სამეფოს სახლი, რათა ეს უკანასკნელი სამუდამოდ მისცემოდა დავიწყებას. პეტერბურგის კონვენციას თან ერთვოდა 25.XI.1795 სტანისლავ ავგუსტის მიერ ტახტის უარყოფის აქტი. პეტერბურგის კონვენციის დადებასთან ერთად გადაწყვეტილ იქნა დავა ავსტრიასა და პრუსიას შორის ყოფილი კრაკოვის სავოევოდოს ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის გარშემო და 31.1.1797 კრაკოვში რუსეთის შუამდგომლობით ხელმოწერილ იქნა პრუსია-ავსტრიის შეთანხმება ამ საკითხზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები