პლინფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლინფა – (ინგლ. plinfa < ბერძ. plinthos ფილა, აგური, კვარცისა და რკინის შემცველი თიხისაგან დამზადებული ფართო და ბრტყელი გამომწვარი აგური (ცნობილი „ქართული აგურის“ მსგავსი), რომელიც წარმოადგენდა ძირითად საშენ მასალას ბიზანტიურ არქიტექტურასა და X-XIII საუკუნეების რუსულ სატაძრო ხუროთმოძღვრებაში; ბიზანტიური პლინთის ზომები იყო 500×550×45 მმ, ხოლო რუსულის – 300×350×25 მმ. დასამზადებლად გამოიყენებოდა სპეციალური ხის ფორმები, რომელშიც პლინფა შრებოდა 10-14 დღე, შემდეგ კი გამოიწვებოდა ღუმელში. XII საუკუნის შუაწლებიდან პლინფას ადგილი დაუთმო თეთრ ქვას, ხოლო XV საუკუნის ბოლოდან – თიხის აგურს.