პოლაკი სიდნი
სიდნი პოლაკი – ამერიკელი კინორეჟისორი, პროდუსერი და მსახიობი (1934–2008). პოლაკს გადაღებული აქვს ოცზე მეტი ფილმი და ათი სატელევიზიო შოუ, გადაღებულია ოცდაათზე მეტ ფილმსა და შოუში. მისი 1985 წლის ფილმი „აფრიკიდან” დაჯილდოებულია პრემია „ოსკარით” საუკეთესო რეჟისურისა და პროდუსერობისთვის. ის აგრეთვე ნომინირებული იყო პრემიაზე „საუკეთესო რეჟისორი” ფილმისთვის „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?” (1969) და „ტუტსი” (1982), რომელშიც აგრეთვე გადაღებულიცაა.
1950-იან წლებში პოლაკი სწავლობდა თეატრალურ სკოლაში „Neighborhood Playhouse School of the Theater” ცნობილ პედაგოგ სენფორდ მეისნერთან. 1960 წელს ჯონ ფრანქენჰაიმერმა, პოლაკის მეგობარმა, სთხოვა მას ჩასულიყო ლოს-ანჟელესში, რათა ემუშავა მის ფილმზე „პატარა ველურები”მწვრთნელად დიალოგებზე ბავშვი-მსახიობებისთვის. სწორედ ამ დროს შეხვდა ის ბერთ ლანქასთერს, სახელგანთქმულ ამერიკელ კინომსახიობს, რომელმაც მოუწოდა ახალგაზრდა მსახიობს მოესინჯა ძალები დადგმაში.
სიდნი პოლაკი თამაშობდა სპექტაკლებში ბროდვეიზე, სატელევიზიო პიესებში, ასწავლიდა სამსახიობო ხელოვნებას. იყო ტელეპიესებისა და ტელესერიალების დამდგმელი. პირველი რეჟისორული ნამუშევარი კინოში იყო ფილმი „წვრილი ძაფი” (1965). ფართო აღიარება როგორც რეჟისორმა მოიპოვა ჰორას მაქქოის რომან „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენების?” ეკრანიზაციის წყალობით.
სიდნი პოლაკი ცნობილი იყო იმით, რომ უპირატესობას ანიჭებდა გადაეღო ფილმები ფართო ფორმატში. მისი ადრინდელი სურათების უმეტესობა გადაღებულია ფართო ობიექტივით, რამდენადაც მისი აზრით: „...ის უკანა ფონის როგორც ანარეკლის – როგორც მეტაფორის გამოყენების საშუალებას მაძლევს. შეიძლება დავამატო – არის მეტაფორა იმისა, რაც ხდება წინა ხედზე”, პირველი ფილმი კი, რომელიც არ გადაიღო ფართოფორმატული ობიექტივით, იყო – „აფრიკიდან” (ვიდეოს ეპოქის დადგომასთან დაკავშირებით).
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1965 – „წვრილი ძაფი”
- 1968 – „სკალპებზე მონადირენი”
- 1969 – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?”
- 1972 – „იერემია ჯონსონი”
- 1973 – „ორი გულის შეხვედრა”
- 1975 – „კონდორის სამი დღე”
- 1979 – „ელექტრონული მხედარი”
- 1982 – „ტუტსი”
- 1985 – „ფრიკიდან” (ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი” საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისთვის)
- 1990 – „ჰავანა”
- 1993 – „ფირმა”
- 1995 – „საბრინა”
- 1999 – „სიცრუის აბლაბუდა”
- 2005 – „თარჯიმანი ქალი”
და სხვ.