პოტსდამის შეხვედრა 1910
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოტსდამის შეხვედრა 1910 – ნიკოლოზ I-ის და გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ II-ის შეხვედრა პოტსდამში 22-23. X (4-5-XI).
შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. დ. საზონოვი და გერმანიის საგარეო საქმეთა სტატს-მდივანი ა. კიდერლენ-ვეხტერი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს უმთავრესად ირანის თაობაზე, სადაც ამ დროისათვის გამწვავდა მეტოქეობა გავლენის სფეროებისათვის რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. პოტსდამის შეხვედრის და შემდგომი მოლაპარაკებების შედეგი იყო პოტსდამის შეთანხმების 1911 ხელმოწერა.