საზონოვი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი საზონოვი

სერგეი საზონოვი – (რუს. Серге́й Дми́триевич Сазо́нов; 1860-1927), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

1883-დან მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მდივანი, მრჩეველი, აშშ-ში – რუსეთის საელჩოს მრჩეველი, ვატიკანში – რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი. 1909 წლის ივნისში დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგად, ხოლო 1910 წლის ნოემბერში – მინისტრად. 1910 აწარმოებდა მოლაპარაკებას გერმანიასთან, რის შედეგადაც დაიდო პოტსდამის შეთანხმება 1911. 1913 წლის იანვარში დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. პირველი მსოფლიო ომის წინ ცდილობდა ანტანტის განმტკიცებას და მისი კავშირის გაძლიერებას რუსეთთან. 1914 წლის ივნის-ივლისში ავსტრია-უნგრეთ-სერბეთის კონფლიქტის დროს ცდილობდა, რომ რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს კოლექტიურად ემოქმედათ ავსტრია-უნგრეთზე, რათა მას უკან წაეღო ულტიმატუმი, იმავე დროს აიძულებდა სერბეთს, წასულიყო კომპრომისზე, რათა თავიდან აეცილებინა შეიარაღებული შეტაკება. ის ხედავდა ომის გარდაუვალობას და აიძულა ნიკოლოზ II 30.VII.1914 გამოეცა ბრძანებულება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. 1914-16 ინგლისთან და საფრანგეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ომის ერთობლივი წარმოებისა და ომის შემდგომი საზავო პირობების შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის 1915 შეთანხმების მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთისათვის შავი ზღვის სრუტეების გადაცემას. 1916 წლის ნოემბერში გადადგა მინისტრის თანამდებობიდან, რადგან არ ეთანხმებოდა მეფისა და მისი კამარილიის მისწრაფებას გერმანიასთან სეპარატული ზავის დადების შესახებ. 1917 წლის იანვარში დაინიშნა რუსეთის ელჩად დიდ ბრიტანეთში, მაგრამ რევოლუციის დაწყების გამო ვერ დაიკავა ეს თანამდებობა. რუსეთში სამოქალაქო ომის დროს შედიოდა კოლჩაკისა და დენიკინის თეთრგვარდიულ მთავრობებში, იყო მათი წარმომადგენელი პარიზის საზავო (სამშვიდობო) კონფერენციაზე 1919-20, გარდაიცვალა ემიგრაციაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები