პოცო დი ბორგო კარლ
კარლ პოცო დი ბორგო – (იტალ. Carlo Andrea Pozzo di Borgo, 1768-1842), გრაფი, დიპლომატი რუსეთის სამსახურში, წარმოშობით კორსიკელი.
1789-1842 იყო კორსიკის წარმომადგენელი საფრანგეთის დამფუძნებელ კრებაში. როგორც როიალისტი, ემიგრირებული იყო საფრანგეთიდან, ნაპოლეონ I-ის მოწინააღმდეგე და საფრანგეთში ბურბონების რესტავრაციის მომხრე, 1805 ჩადგა რუსეთის სამსახურში, ასრულებდა ვენაში დიპლომატიურ დავალებებს, ასევე ნეაპოლსა და კონსტანტინოპოლში. 1807 ტილზიტის ზავის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და გაემგზავრა რუსეთში. 1812 ხელმეორედ ჩადგა რუსეთის სამსახურში. 1814 დაინიშნა დესპანად, ხოლო შემდეგ ელჩად საფრანგეთში. მონაწილეობდა ვენისა (1814-15) საღვთო კავშირის ყველა კონგრესზე როგორც რუსეთის რწმუნებული. ნიკოლომ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ გაუწია მას საფრანგეთთან დაახლოების რეკომენდაცია. იგი საკმაოდ არასასურველ მოვლენად მიიჩნევდა რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობის გამწვავებას. ამავე დროს, ურჩევდა მეფეს, აღედგინა ავსტრიასთან და პრუსიასთან ძველი კავშირები. 1835 გადაყვანილ იქნა ინგლისში ელჩად, ამ თანამდებობაზე დარჩა 1838-მდე. სანამ არ გადადგა.