პრეციზიული ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პრეციზიული ფოლადი – უხვადლეგირებული ფოლადის ნამზადი მოცემული მაგნიტური, ელექტრული, ფიზიკური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. იწარმოება ტექნოლოგიის მკაცრი დაცვით და არ შეიცავს გარეშე (უცხო) მინარევებს. იყოფა შემდეგ კატეგორიებად: თერმობიმეტალები, მაგნიტურ-რბილი, ომური, მაგნიტურ-მაგარი და ზეგამტარი. პრეციზიული ფოლადი გამოიყენება მაღალი ხარისხის ნაკეთობების შესაქმნელად (ღეროები, მილები, პროფილები, მავთული, ლენტები, ზემაღალი სიზუსტის ხელსაწყოები, მაგნიტური გულანები, რეზისტორები და სხვა).