პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ნიუ ჯერსის შტატში მდებარე პრინსტონის უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ 1746 წელს ნიუ ჯერსის კოლეჯის (College of New Jersey) სახით დაარსდა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი უნივერსიტეტია. მის ბიბლიოთეკაში ინახება სხვადასხვა ენაზე შექმნილი ათასობით ხელნაწერი წიგნი.1924 წელს ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის ხელნაწერ სიძველეთა მოყვარულმა და კოლექციონერმა რობერტ გარეტმა (1875-1961) 11000 ხელნაწერისაგან შემდგარი პირადი კოლექცია, მათ შორის „აქსუმის გრაგნილები“, პრინსტონის უნივერსიტეტს შესწირა. ჩვენთვის საინტერესო ქართული ხელნაწერი დაცულია ბიბლიოთეკის ხელნაწერების, ძველნაბეჭდი წიგნებისა და სპეციალური კოლექციის განყოფილებაში საფონდო შიფრით Garrett MS 24. ხელნაწერი რ. გარეტმა 1924 წელს ლაიფციგში წიგნით მოვაჭრისაგან შეიძინა (Skemer 1996: 335-336).



იხილე აგრეთვე

პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები