ჟღალი ღორჯო
ჟღალი ღორჯო – Neogobius cephalarges Pallas
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ღორჯოსნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი
გვარი: ღორგოები
თევზი ღორჯოების ოჯახისა. ზურგის მეორე ფარფლი უკან ამაღლებულია. კუდის ღერო მოკლეა, მისი სიგრძე სხეულის უმცირეს სიმაღლეს მხოლოდ ოდნავ ჭარბობს ან მასზე ცოტა ნაკლებია. სხეულის უმცირესი სიმაღლე სხეულის სიგრძის (უკანასკ6ნელ მალამდე) 8წ)/კ-ზე მეტი არაა. კუდის ღეროს სისქე მისი სიმაღლის 66”/ე-ზე ნაკლებია. თხემი, კე- ფა, ლაყუჩთა სახურავის ზედა განყოფილება, ყელი, მუცელი და მკერდის ფარფლის ფუძე ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული. თავი შებრტყელებულია და მისი სისქე შესამჩნევად ჭარბობს მის სიმაღლეს. ზედა ტუჩი პირის კუთხესთან ზოგჯერ გაფართოებულია. მუცლის მისაწოვრის საყელოს ლაბოტები წამახვილებულია, მუცლის ფარფლის სიგრძე სხეულის სიგრძის 17-23%, შეადგენს. ქვედა ყბა რამდენადმე წინაა გამოშვერილი, ჟანგისფერი, მურა ლაქებით. ლოყებზე მურა შეფერილობის ქვეშ 1-2 გასწვრივი მოკლე შავი ზოლი აქვს. ფარფლებზე ზოლებია. სიგრძით 240 მმს აღწევს.
შავ და აზოვის ზღვებში გვხვდება. გავრცელებულია აგრეთვე მდინარეების შესართავების გამტკნარებულ ადგილებში. მდინარეებში განსაკუთრებული მკვიდრი ფორმა ბინადრობს.