რადიოანძა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰამერსლის რადიოანძა, ქ. პერტი, ავსტრალია
რადიოანძა – კონსტრუქცია, რომლის ვერტიკალურ საყრდენზე საჭირო სიმაღლეზე მაგრდება მიწისზედა რადიოსადგურის ანტენა. ანძის ასაგებად ძირითადად გამოიყენება ფოლადის კონსტრუქციები, იშვითად ხე და რკინაბეტონი.