ფოლადის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის კონსტრუქცია

ფოლადის კონსტრუქციებისამშენებლო კონსტრუქციები, რომელთა მზიდი ელემენტები დამზადებულია ფოლადისაგან და შეერთებულია შედუღებით, ჭანჭიკებით ან მოქლონებით. მშენებლობაში გამოიყენება ჩვეულებრივი ნახშირბადიანი და მცირედ ლეგირებული მაღალი სიმტკიცის ფოლადები, ხოლო მათგან დამზადებული კონსტრუქციები – ღეროვანი ან ფურცლოვანი სისტემების სახით. ღეროვანს მიეკუთვნება: კოჭები, წამწეები, სვეტები, ხიდები, მაღლივი კარკასული შენობები, დიდმალიანი გადახურვები, სტრუქტურები, ანძები, კოშკები, კიბეები შახტის ურნალები, ესტაკადები, ამწეები და სხვ. ფურცლოვან სისტემებში შედის: რეზერვუარები, ბუნკერები, სილოსები, გაზგოლდერები, ბრძმედები, ელევატორები, დიდი დიამეტრის მილსადენები, საკვამლე მილები, გარსები და სხვ. ფოლადის კონსტრუქციების ფართო გამოყენებას განაპირობებს მისი სიმსუბუქე, მაღალი სიმტკიცე, საიმედოობა, აირ- და წყალშეუღწევადობა, შედუღებადობა, დამზადების სიმარტივე, თუმცა აქვს უარყოფითი თვისებებიც, როგორიცაა დეფიციტურობა, კოროზია, დაბალი ცეცხლმედეგობა, მაღალი ღირებულება. მშენებლობაში ფოლადის კონსტრუქციები პირველად გამოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ფოლადის კონსტრუქციებს ძირითადად იყენებენ მაღლივი კარკასული შენობების, დიდმალიანი ვანტური ხიდების, სატელევიზიო და რადიოანძების (კოშკების) ასაგებად, აგრეთვე სასპორტო ნაგებობების გადახურვებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები