რაჭველიშვილი ანიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი – (28 ივნისი 1984, თბილისი), ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო).

2007 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (მ. ეგაძის კლ.) გაემგზავრა იტალიაში გაიარა „ლა სკალას“ აკადემიის კონკურსი და ჩაირიცხა 10 საუკეთესოთა შორის. სწავლის პერიოდში ხშირად მონაწილეობდა კონცერტებში, აგზავნიდნენ სხვადასხვა ტურნეში, იტალიის თითქმის ყველა თეატრში.

ანიტა რაჭველიშვილი იმ იაშვიათი ვარსკვლავების ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც აკადემიის დამთავრებამდე, ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიღო შემოთავაზება და 2009 „ლა სკალას“ სცენაზე ჟ. ბიზეს ოპერაში „კარმენი“ მთავარი როლი „კარმენი“ შეასრულა. სპექტაკლმა პოპულარობა მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვა. კრიტიკოსების შეფასებით, მეცო-სოპრანომ შესანიშნავად მოირგო როლი და მის მიერ შექმნილი „კარმენი“ ერთ-ერთი საუკეთესოა საოპერო სივრცეში. ფრანგული „ფიგარო“ წერდა 7 დეკემბერს „ლა სკალას“ სცენაზე ვარსკვლავი დაიბადა.

„ლა სკალაში“ დებიუტის შემდეგ ის ევროპის საზღვრებსაც გასცდა და ჰქონდა გასტროლები მეტროპოლიტენის, სიეტლის, ლონდონისა და სხვა ქალაქის საოპერო სცენებზე. მისმა როლმა ჯ. ვერდისაიდაში“ (2015) დიდი პოპულარობა მოიპოვა. ანიტა რაჭველიშვილის წარმატება არის მთელი ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები