რაჰოტეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტელა რაჰოტეპის გამოსახულებით

რაჰოტეპი – (ეგვ. R-htp, „რა მშვიდადაა“, დაახლ. დადგენილი თარიღი ჩვ.წ.-მდე 1650 წ.), ფარაონი. მეორე გარდამავალი პერიოდის დროს თებეში აღზევდა ნომარქების ოჯახი, რომელიც თავს XIII დინასტიის ფარაონების შთამომავლად აცხადებდა. რაჰოტეპი იყო ამ ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც სამეფო ტიტულატურა მიიღო. ამდენად, ის ითვლება იმ დინასტიის (XVII) დამაარსებლად, რომელმაც დაახლ. ერთი საუკუნის შემდეგ ქვეყნიდან ჰიკსოსები განდევნა. ცნობილია, რომ რაჰოტეპმა მოახდინა ტაძრების რესტავრაცია კოპტოსსა და აბიდოსში, და მისი ძალაუფლება თითქმის მთელ სამხრეთზე ვრცელდებოდა.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები