რეკურენტულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეკურენტულობატოლობა, რომელიც მიმდევრობის ნებისმიერ n-ურ წევრს აკავშირებს გამოსახულებასთან, რომელიც შეიცავს მიმდევრობის წინა წევრს ან რამდენიმე წინა წევრს.

რეკურენტულობის ფორმულას ასეთი სახე აქვს:

an = f(n, an-1,an-2, ..., an-p), n≥p+1,


რომელიც გამოსახავს მიმდევრობის ყოველ an (nϵN) წევრს წინა p წევრის საშუალებით. ეს ხერხი სასარგებლო აღმოჩნდა მრავალი ამოცანის ამოხსნისას.

მაგალითად, ვთქვათ

In = Rekur009.pngsinnx dx,


მაშინ n ≥ 2 -თვის ადგილი აქვს თანაფარდობას In = Rekur019.png In-2. ეს არის რეკურენტული ფორმულა, ვინაიდან ამ ფორმულით In -ის გამოთვლა დაიყვანება I0 –ისა ან I1 -ის გამოთვლაზე (იმის მიხედვით n ლუწია, თუ კენტი).

რეკურენტული ფორმულის მაგალითს წარმოადგენს აგრეთვე R რადიუსის წრეში წესიერი ჩახაზული მრავალკუთხედის გვერდების გაორკეცებით მიღებული მრავალკუთხედის გვერდის სიგრძის საანგარიშო ფორმულა (p = 1):

Rekur021.png

ლათინურად rekuro – „მივრბივარ უკან“, „ვბრუნდები“; რეკურენტული ნიშნავს „დაბრუნებადს“, „შექცევითს“. ტერმინი შემოიღო მუავრმა (1720-1730).

რეკურენტულ ფორმულას ხშირად განიხილავენ სასრულ სხვაობათა თეორიაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები