რეშეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეშეპი – (ეგვ. Ršp), სირიული წარმოშობის მებრძოლი ღვთაება. მისი კულტი ეგვიპტეში XVIII დინასტიიდან ვრცელდება. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინით, რომელზეც ურეუსის ნაცვლად გაზელის თავი იყო მიმაგრებული. მისი ატრიბუტები იყო საბრძოლო ნაჯახი, შუბი და ფარი. დინასტიის და მისი ფარაონების საბრძოლო ხასიათზე მეტყველებს გიზესთან ნაპოვნი ამონხეტეპ II-ის სტელა. მისი ტექსტის თანახმად, რეშეპი და ასტარტა მხიარულობენ, რადგან ფარაონი ძალიან კარგად უვლის თავის საბრძოლო ცხენებს. ითვლებოდა, რომ რეშეპი ანადგურებდა ფარაონის მტრებს. საჭირო იყო უბრალო ხალხისათვისაც, რადგან თავისი ძალით და იარაღით შეეძლო ავადმყოფობის განდევნა. მოგვიანებით შეერწყა მინს.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები