რიცხვთა გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიცხვთა გეომეტრიარიცხვთა თეორიის ნაწილი, რომელშიც შეისწავლება თვისებები წესიერი წერტილოვანი გისოსებისა, ე.ი. იმ წერტილთა ერთობლიობისა, რომელთა დეკარტული კოორდინატები მთელი რიცხვებია. რიცხვთა გეომეტრიის ამოცანებზე დაიყვანება რიცხვთა თეორიის ბევრი ამოცანა (მაგალითად, კვადრატული ფორმების დაყვანის ამოცანა, ირაციონალურ რიცხვთა სისტემის რაციონალური რიცხვებით მიახლოების ამოცანა და სხვ.).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები