რიცხვის მთელი და წილადი ნაწილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიცხვის მთელი და წილადი ნაწილი – სპეციალური სახით წარმოდგენილი ნამდვილი რიცხვის x =[x] + {x} შესაკრებები [x] და {x}.

x რიცხვის მთელი ნაწილი [x] ეწოდება უდიდეს მთელ რიცხვს, რომელიც არ არის x –ზე მეტი. მაგალითად [3,7] = 3, [- 5,4] = -6.

x რიცხვის წილადი ნაწილი {x} ეწოდება სხვაობას x - [x]; ყოველთვის 0<{x}<1. ფუნქცია {x} არის პერიოდული ფუნქცია, 1-ის ტოლი პერიოდით.

[x] ფუნქციას აგრეთვე ეწოდება „x – ის ანტიე“. აღნიშვნა [x] შემოიღო კ. გაუსმა (1808), მეორენაირი აღნიშვნა E(x) შემოიღო ა. ლეჟანდრმა (1798).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები