რიცხვი ტრანსფინიტული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიცხვი ტრანსფინიტული – (კარდინალური რიცხვი) – უსასრულო სიმრავლის რიგობითი რიცხვი. სასრულ სიმრავლეს გააჩნია მხოლოდ ერთი მოწესრიგების ტიპი, რომელიც ხასიათდება რიგობითი რიცხვით, ხოლო უსასრულო სიმრავლე, თუნდაც ყველაზე მარტივი, შეიძლება გავხადოთ სავსებით მოწესრიგებული მრავალი სხვადასხვა ხერხით.

მაგალითად, ორი ელემენტის სიმრავლე {a,b} უშვებს ერთადერთ რიგითობას a,b ან რაც იგივეა b,a. ყველაზე მარტივი უსასრულო სიმრავლე მთელი დადებითი რიცხვებისა უშვებს, მაგალითად, ასეთ მოწესრიგებას: 1) 1,2,3,...; 2) 2,3,4,...,1. ეს ორი მოწესრიგება სხვადასხვაა თუნდაც იმიტომ, რომ პირველ მათგანს არა აქვს ბოლო წევრი, ხოლო მეორეს აქვს. თითოეული შესაძლო მოწესრიგებული ტიპისათვის შემოაქვთ აღნიშვნა – ტრანსფინიტული რიცხვი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები