რკინაბეტონის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის კოროზია

რკინაბეტონის კოროზიარკინაბეტონის დაშლა ბეტონისა და არმატურის კოროზიის შედეგად. არმატურის კოროზიას იწვევს ატმოსფერული გარემოს ელექტროლიტური და ქიმიური ზემოქმედება. ის მიმდინარეობს ბეტონის კოროზიის პარალელურად, თუმცა შესაძლებელია მიმდინარეობდეს ბეტონის კოროზიისგან დამოუკიდებლად. არმატურის დაჟანგვით მის გასწვრივ ჩნდება სიცარიელეები, რაც იწვევს ბეტონში ბზარების გაჩენას და დახეთქვას. ტუტე გარემო ბეტონში არმატურის ზედაპირზე ქმნის პასიურ შრეს, რაც დროთა განმავლობაში ნახშირჟანგთან და მარილებთან ერთად წარმოშობს კარბონიზაციის რეაქციას და იწყება კოროზია. კოროზიისაგან რკინაბეტონის კონსტრუქციების დასაცავად, რომლებიც იმყოფებიან აგრესიულ გარემოში, მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს: ბეტონის ფილტრაციული თვისებების შემცირება მასში სპეციალური დანამატების შეტანით, ბეტონის სიმკვრივის გაზრდა, ასაკრავი იზოლაციის გამოყენება, ბეტონის დამცავი შრის სისქის გაზრდა, მჟავამედეგი ბეტონების გამოყენება, პორტლანდცემენტის ნაცვლად თიხამიწოვანი ცემენტის გამოყენება და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები