როლოვერული კრედიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როლოვერული კრედიტი - (roll-over credit), ითვალისწინებს პროცენტის (სარგებლის) განაკვეთის პერიოდულ გადასინჯვას. სახელშეკრულებო ვადა იყოფა მოკლე პერიოდებად (3-6 თვედ), ხოლო მტკიცე პროცენტული განაკვეთი დგინდება მხოლოდ პირველ ეტაპზე. ყოველ მომდევნო ეტაპზე ხდება მისი კორექტირება ფასების, პროცენტის განაკვეთისა და ვალუტის კურსის ცვლილების გათვალისწინებით. როლოვერული კრედიტი თავიდან აცილებს საბაზრო რისკს როგორც კრედიტორს, ისე მსესხებელს.