როსეტაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როსეტაუ – ადგილი, რომელიც ხშირად მოიხსენიება გარდაცვლილთა ლიტერატურაში. სიტყვა-სიტყვით „როსეტაუ“ ნიშნავს „თრევის ადგილს“, და ასე მოიხსენიებდნენ სამარხში მიმავალ დაქანებულ კორიდორს. თანდათან ამ სიტყვამ უფრო ფართე მნიშვნელობა მოიპოვა, და „როსეტაუს“ ეძახდნენ ნეკროპოლისებს და ასევე სამყაროს, რომელიც ნეკროპოლისების მიღმა იყო. „ორი გზის წიგნში“ (12-14 თავები) და „ამდუატში“ (4-5 საათები) როსეტაუ იმქვეყნიური სამყაროს ნაწილად სახელდება. მემფისის გარდაცვლილთა ღმერთის, სოკარის ეპითეტი იყო „ის, ვინც როსეტაუშია“ (PT 445). ეს სახელი ჰქონდა ასევე სოკარის ტაძარს გიზეში. ოსირისის კულტის აღზევების შემდეგ როსეტაუ ოსირისსაც უკავშირდება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები