რუბაშვილი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ რუბაშვილი — (დ. 2 დეკემბერი, 1940, სოფელი ნაოზა (მცხეთის რაიონი) — გ. 2 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი თავისუფალი სტილის მოჭიდავე (62 კგ). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი; მსოფლიოს ჩემპიონი (1961). სსრკ­ის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963), სსრკ­ის ორგზის ჩემპიონი (1961, 62) და მესამე პრიზიორი (1960), თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი (1962). სსრკ­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

1960 წლის ოლიმპიური თამაშები

62 კგ, 25 მონაწილე
1. მუსტაფა დაღისტანლი (თურქეთი)
2. სტანჩო კოლევი (ბულგარეთი)
3. ვლადიმერ რუბაშვილი (სსრკ)
I წრე ­ წმინდად (5,52) დაამარცხა მოჰამედ ხადემი (ირანი); II წრე ­ წმინდად (0,59) მოუგო მეინრად ერნსტს (შვეიცარია); III წრე ­ წმინდად (3,12) სძლია ერკი პენტილას (ფინეთი); IV წრე ­ ქულებით წააგო მუჰამედ ახტართან (პაკისტანი); V წრე ­ ქულებით მოუგო ტამიჯი სატოს (იაპონია); VI წრე ­ ქულებით დამარცხდა სტანჩო კოლევთან (ბულგარეთი)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები