რუდი პიერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუდი პიერ - (ფრ. Rudi Pierre), პიერ რუდი დაიბადა 1927 წელს ანგულემში. მან მიიღო ჰუმანიტარული განათლება, დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის სიმღერის კლასი.
პიერ რუდის ძირითადი პროფესია ინგლისური ენის პედაგოგობაა. იგი მრავალ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა, თარგმნიდა და ადაპტირებას უკეთებდა ინგლისელ ავტორებს და დროთა განმავლობაში თავადაც დაუკავშირდა დრამატურგიას.
ის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის დაუსწრებელი სწავლების ცენტრის პროფესორია. გამომცემლობა მანიერში კურირებდა სერიას - ახალგაზრდობის თეატრი.
პიერ რუდის ძირითადი დრამატურგიული ნაწარმოებებია:
- „ნომერი“ (1967);
- „მაღაროები“ (1968);
- „მზისა და შიშის გარეშე“ (1971) და სხვ
მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე რომანი:
- „იმედი ჩაბარებულია ლომბარდში“ (1962);
- „ფლორიზანა“ (1968);
- „საბიბლიოთეკო სიყვარული“ (1975).