რწყილი და ჭიანჭველა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„რწყილი და ჭიანჭველა“ – კუმულაციური ზღაპარი, რომლის სიუჟეტი სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება როგორც კავკასიის, ასევე მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორში. პირველი პუბლიკაცია, მცირე ცვლილებებით, საკუთარი ჩანაწერის მიხედვით ეკუთვნის ი. გოგებაშვილს. ცვლილება ეხება ერთი პერსონაჟის სახელს (ტილის მაგიერ წარმოდგენილია რწყილი). რწყილი და ჭიანჭველა ცალკე წიგნად, გ. ტატიშვილის ილუსტრაციებით, დაიბეჭდა 1895 წ.
ვ. მაცაბერიძე