სააგურე თიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სააგურე თიხათიხის სახეობა, რომელიც ძითადად შედგება კაოლინიტის, ჰიდროქარსების, მონტმორილონიტის (კვარცის, კარბონატებისა და რკინის ჟანგის მინარევებით) და სხვა მინერალებისაგან. სააგურე თიხა შეიცავს თიხოვან (ფრაქციით < 0,005 მმ), მტვრისა (ფრაქციით – 0,065-0,05 მმ) და ქვიშის ნაწილაკებს (ფრაქციით 0,05-2 მმ). ამ ფრაქციების პროცენტული თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ თიხას, თიხნარსა და ქვიშნარს. სააგურე თიხას მიეკუთვნება თიხოვანი ქანები, რომელთა თიხის მოდული (თიხოვანი ნივთიერების, პროცენტებში, ფარდობა ქვიშისა და მტვრის ჯამურ შემცველობაზე) ტოლია 0,11-დან 0,43-მდე. მრეწველობაში გამოყენებისათვის სააგურე თიხის მნიშვნელოვანი თვისებებია: მაღალი ბმულობა (მშრალი ნიმუშების სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას – 3-50 კგ/სმ2, სიმტკიცის ზღვარი ჭიმვისას – 0,8-9,5 კგ/სმ2), წებვადობა, გაჯირჯვებადობა წყალში (4-41% საწყისი მოცულობიდან), წყალთან შერევით სუსპენზიის წარმოქმნის უნარი, ცომის თვისება მიიღოს ნებისმიერი ფორმა ნედლ მდგომარეობაში და შეინარჩუნოს ის გაშრობისა და გამოწვის შემდეგ, ადვილდნობადობა, ცეცხლგამძლეობა (1100-1350°С), შეცხობის ტემპერატურა 1000-1180°С. სააგურე თიხა ძირითადად გამოიყენება სამშენებლო კერამიკული ნაკეთობების (აგური, ბლოკი, კრამიტი და მისთ.) დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები