საავიაციო კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო კორპუსი - სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანება. შეიქმნა მთელ რიგ ქვეყნებში გასული საუკუნის 30-იან წლებში. დიდი სამამულო ომის დროს წითელ არმიაში 1942 წლის II ნახევრიდან საავიაციო კორპუსში გაერთიანებული იყვნენ საფრონტო ავიაციისა და მთავარსარდლის რეზერვის ავიაციის შენაერთები და ნაწილები. ჩამოყალიბდა საავიაციო კორპუსები – ბომბდამშენი, საიერიშო, გამანადგურებელი და შერეული, რომლებიც შედიოდნენ საჰაერო არმიაში ან მოქმედებდნენ დამოუკიდებლად დაჯგუფებების, საერთო-საჯარისო და სატანკო რმიების ინტერესებისათვის.

ჩვეულებრივ, საავიაციო კორპუსში შედიოდა 2-3 საავიაციო დივიზია (200-375 თვითმფრინავი). არსებობდა აგრეთვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი საავიაციო კორპუსი. 1954-55 წლებში საავიაციო კორპუსები ბევრ არმიაში გაუქმდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები