საბავშვო ფოლკლორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბავშვო ფოლკლორი – ბავშვებისთვის განკუთვნილი ზეპირსიტყვიერი შემოქმედება. მასში იგულისხმება ის ხალხური ნაწარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვების ნაცნობ გარემოსთან და მათი ბუნებისა და ინტერესების გამომხატველია.

საბავშვო ფოლკლორი სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
ა) ფოლკლოოი, რომელიც მოზრდილთა მიერ ბავშვებისთვის არის შექმნილი;
ბ) ხალხური შემოქმედება, რომელიც მოზრდილთა რეპერტუარიდან საბავშვო ფოლკლორში დამკვიდრდა;
გ) საკუთრივ ბავშვთა ზეპირსიტყვიერი შემოქმედება.

პირველ ჯგუფმი შედის სააკვნო ლექს-სიმღერები, სალალაო და შესაქცევარი პოეზია, ნაწარმოებები ცხოველებისა და ფრინველების შესახებ, „ცოცხალი ტყუილის“ ნიმუშები და სხვ. ამგვარ ნაწარმოებთა დანიშნულებაა მცირეწლოვანთა გართობა იმ ასაკში, როცა ისინი მთლიანად სხვაზე არიან დამოკიდებულნი.

მეორე ჯგუფში ერთიანდება უძველესი რიტუალური პოეზია („მზეო, მზეო ამოდი“, „ივანესას მოვდიოდი“), თემატიკურად მრავალფეროვანი საისტორიო-საყოფაცხოვრებო ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები... გართობასთან ერთად ამ ნაწარმოებების ძირითადი დანიშნულებაა ბავშვებს მოვლენებისა და საგნების, საზოგადოებრივი ურთიერთობის მიმართ გარკვეული თვალსაზრისი გამოუმუშაოს.

მესამე ჯგუფში თავს იყრის პატარების მიერ შეთხზული, მათი გემოვნების, ფსიქიკისა და ბუნების გამომხატველი ნაწარმოებები. ესენია: საგინგლაო და გამოსაჯავრებელი ლექსები. ნაწილობრივ, ენის გასატეხი ფორმულები და სხვ. საბავშვო ფოლკლორში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს თამაშობებს.

ზღაპრები ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება საბავშვო შემოქმედების პოპულარულ ჟანრად. ზღაპრები ცხოგველთა შესახებ. მცირეწლოვანთა საყვარელ რეპერტუარს წარმოადგენს. მათგან იწყებს ბავშვი სამყაროს შეცნობას. ასაკის ზრდასთან ერთად ფართოვდება ბაეშზვის გონებრივი ჰორიზონტი. ცხოველთა ეპოსით გატაცება ჯადოსაური ზღაპრების სიყვარულით იცვლება. საბავშვო ასაკის უმაღლეს საფეხურზე მოზარდები უფრო მეტად რეალისტური ზღაპრებით ინტერესდებიან.

ფ. ზანდუკელი



ლიტერატურა

  • ხალხური სიტყვიერება, შედგენილი ქ. სიხარულიძისა და ფ. ზანდუკელის მიერ, 1972;
  • ფ. ზანდუკელი, ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, ქართული ფოლკლორი, ტ. III, 1969;
  • მისივე, საბავშვო ფოლკლორი, ხალხური პოეტური შემოქმედება, III, 1973.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები