ცხოველთა ეპოსი
ცხოველთა ეპოსი – ზღაპრული ეპოსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიცავს ზღაპრებს ცხოველების შესახებ, ჩამოყალიბდა ფოლკლორის განვითარების უძველეს საფეხურზე. ცხოველთა ეპოსში ასახვა ჰპოვა ადამიანის პირველყოფილმა შეხედულებებმა, კერძოდ, ანიმიზმმა და ტოტემიზმმა.
ცხოველთა ეპოსმა დიდი ცვლილებანი განიცადა. წარმართული რწმენების გაქრობამ და მონისტური რელიგიის დამკვიდრებამ ეპოსს ახალი იდეური გააზრება მისცა ცხოველთა ეპოსის პერსონაჟებია როგორც გარეული (დათვი, მგელი, მელა, ტურა, ოფოფი, ძერა და სხვ.), ისე შინაური ცხოველები და ფრინველები. ძირითად კომპოზიციურ ელემენტს წარმოადგენს პერსონაჟთა შეხვედრა და დაძმობილება. მხატვრული თვალსაზრისით ტიპიური განმეორებები და ფორმულები ახასიათებს. ხშირია დიალოგები, რომლებიც ზოგჯერ მოკლე ლექსების სახითაა წარმოდგენილი. საერთოდ პროზისა და ლექსის მონაცვლეობა ცხოველთა ეპოსში იშვიათი არაა.
ცხოველთა ეპოსი უმთავრესად საბავშვო ფოლკლორის სფეროში შედის. აქ ხშირად დაპირისპირებულია ბოროტება და სიკეთე, სამართლიანობა და უსამართლობა, შუღლი და მეგობრობა.
ფ. ზანღუკელი
ლიტერატურა
ქართული ზალზური ზღაპრები, ტ. I მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით, კომენტარებით და ლექსიკონით, თბ., 1938.