საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
IOA

საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია (IOA) - ოლიმპიაში შექმნილი ოლიმპიური საგანმანათლებლო და კულტურის საერთაშორისო ცენტრია.

ოლიმპიური აკადემიის უმთავრესი ამოცანაა გამოიკვლიოს და ახალგაზრდა მსმენელებს შეასწავლოს ოლიმპიური თამაშების ისტორია, აზიაროს ოლიმპიზმის იდეალებს, მის ღირებულებებს, პროპაგანდა გაუწიოს ოლიმპიურ მოძრაობას.

საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია გაიხსნა 1961 წელს. მას მეურვეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. აკადემიაში ახალგაზრდა მსმენელებისთვის ყოველწლიურად ეწყობა ორკვირიანი საერთაშორისო სესიები. მისი პროგრამა ითვალისწინებს ლექციებს და სემინარებს, სადაც განიხილავენ ოლიმპიური თამაშების ისტორიას, ფილოსოფიას და ფასეულობებს, პრინციპებს და მიზნებს, ზოგადად - თანამედროვე სპორტის პრობლემებს, გადიან თეორიულ სწავლებას. საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია ასევე მასპინძლობს სემინარებს ეროვნული ოლიმპიური აკადემიების ხელმძღვანელებისთვის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებისთვის, უმაღლესი ფიზიკური სასწავლებლების ოფიციალური პირებისთვის და მასწავლებლებისთვის, ოლიმპიური მედალოსნებისთვის, სპორტული ჟურნალისტებისთვის.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები