სავალუტო რეზერვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავალუტო რეზერვი - (external reserve), საერთაშორისო დონეზე აღიარებული საგადასახდელო საშუალება, გამიზნული საგარეო საგადასახდელო დეფიციტის დასაფარავად და საკუთარი ვალუტის კურსის ცვლილებების კონტროლის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ასეთ რეზერვს წარმოადგენს ძირითადად ოქრო და ის უცხოური ვალუტა (ვალუტები), რომელიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და ანგარიშსწორებაში.

ისტორიულად მთავარი ვალუტები იყო გირვანქა სტერლინგი და აშშ-ის დოლარი. გირვანქა სტერლინგის, როგორც სავალუტო რეზერვის, როლი ძლიერ დაეცა XX საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო დოლარი ისევ რჩება მთავარ საერთაშორისო სარეზერვო ვალუტად. 2002 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის როლს, დოლართან ერთად, ასრულებს ევროც. სავალუტო რეზერვის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ახორციელებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციას. ამ მიზნით იგი უნდა იყოს მზად განახორციელოს ინტერვენცია ვალუტის ბაზრებზე თავისი ვალუტის კურსის შენარჩუნებისათვის. ამ ღონისძიების გასატარებლად კი ქვეყანას უნდა ჰქონდეს სავალუტო რეზერვი.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები