საზეინკლო ჩაქუჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზეინკლო ჩაქუჩი − დარტყმითი მოქმედების ხელის ინსტრუმენტი (ლურსმნის ჩაჭედება, ფოლადის ფურცლების გაღუნვა). გამოიყენება სადურგლო, სარემონტო-სამშენებლო საქმეში და სხვ.
ჩაქუჩის მუშა ზედაპირი შეიძლება იყოს კვადრატული საცემლით (ჩასასობი სამუშაოებისათვის), მრგვალი საცემლით (საზუსტებელი სამუშაოებისათვის) ან მრგვალი საცემლითა და სფერული ტუჩით (ცხვირით) (დარტყმის ძალის გასაზრდელად).
საზეინკლო ჩაქუჩი წონაა 0,1-8,0 კგ. ჩაქუჩებს ერთმანეთისგან განასხვავებს სახელური: კლასიკური მზადდება მერქნისაგან (წიფელი, არყის ხე, მუხა და სხვ.), (სურ. 1), ხოლო თანამედროვე მოდელებისათვის გამოიყენება პლასტმასი, პოლიოლეფინი, ფიბერგლასი (დარტყმის საამორტიზაციოდ) (სურ. 2) ან ლითონი (სურ. 3).