საინჟინრო-სააეროდრომო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-სააეროდრომო სამსახური – სამხედრო-საჰაერო ძალების ლოგისტიკისა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების ავიაციის ერთ-ერთი სამსახური. განკუთვნილია საომარი მოქმედებების საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფის და საავიაციო ნაწილების, შენაერთების საბრძოლო მომზადებისათვის. მის შემადგენლობაში შედის საინჟინრო-სააეროდრომო და სააეროდრომო–საექსპლუატაციო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების მშენებლობის, მოვლა-შენახვის და მიმდინარე რემონტისათვის.