საკუთრების უფლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკუთრების უფლება - (property rights), უფლება, რომელიც განსაზღვრავს რესურსების, მატერიალურ-ნივთობრივი დოვლათისა და მომსახურების გამოყენების ნებართვას. საკუთრების უფლება აქტივებზე მოიცავს მათ გამოყენებას, ფორმისა და შინაარსის შეცვლას, აგრეთვე უფლების გადაცემას მათი გაყიდვის გზით. აქტივებზე საკუთრების უფლება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან არსებობს კანონითა და ხელშეკრულების პირობით განსაზღვრული შეზღუდვები.